Monday, January 31, 2011

ინგლისურის დავალება სამშაბათისთვის

მოემზადეთ ტესტისთვის. გაიმეორეთ Student's Book–დან გვ.28–29 – ტექსტი, გრამატიკა და სავარჯიშოები, Activity Book–დან გვ.38–41 – სიტყვები და სავარჯოშოები.

Sunday, January 30, 2011

ბუნების დავალება ოთხშაბათისათვის (02.02.2011)

წყლის ბრუნვა ბუნებაში
(#32  გვ. 84)

შეასრულეთ სავარჯიშოები:

1. რა არის წყლის ბრუნვა?
2. როგორ ხდება წყლის ბრუნვა?
3. წარმოიდგინეთ, რომ ღრუბელს მოწყდა წყლის წვეთი. როგორ მოხვდება იგი ისევ ღრუბლებში?


გისურვებთ წარმატებებს!

Saturday, January 29, 2011

xelovneba

gv.54, paragrafi 27-e

ბუნების დავალება ორშაბათისათვის (31.01.2011)

ბუნება V- VI კლასის სახელმძღვანელო   გვ. 82  #31. 

(ელექტრონული ვერსია წიგნიდან) 

 რა ემართება წყალს გათბობითა და გაცივებით



        წყალი სითხეა და ამიტომაც მას ფორმა არა აქვს. იგი ყოველტვის იმ ჭურჭელის ფორმას იღებს, რომელშიც ასხია. ამასთან წყალი დენადია, იგი ჟონავს და ჩაზნექილ ადგილებს ავსებს.
       თქვენ უკვე იცით, რომ ჰაერი გათბობით ფართოვდება და გაცივებისას იკუმშება. საინტერესოა, რა ემართება წყალს? ამის გასაგებად ჩავატაროთ ცდა:

 კოლბაში პირამდე ჩავასხათ მელნით შეფერილი წყალი და დავუცოთ თავი მინის მილგაყრილი საცობი. წყლის ნაწილი მილში შევა და გარკვეულ დონეზე გაჩერდება. მოვნიშნოთ წყლის დონე. შემდეგ ჩავდგათ კოლბა ცხელწყლიან თასში და კვლავ დავაკვირდეთ მილში წყლის დონეს. როგორც კი კოლბაში წყალი გათბება, მილსი წყლის დონე აიწევს. ეს იმით აიხსნება, რომ წყალი გათბობისას ფართოვდება. თუ ჩვენ კოლბას ცხელწყლიანი თასიდან ამოვიღებთ და გავაცივებთ, შევნიშნავთ, რომ წყალი დაიწევს და კვლავ საწყის დონეს ჩამოვა.
      ახლა კოლბა თასში ჩავდგათ და გარშემო ყინულები შემოვიწყოთ. მილში წყალი მონიშნულ დონეზე დაბლა დაიწევს. ეს იმიტომ, რომ კოლბაში წყალი გაცივდა და შეიკუმშა. ამრიგად, ჰაერის მსგავსად, წყალი გათბობით ფართოვდება და გაცივებით იკუმშება.
       თუ მაცივრის საყინულეში ან ყინვიანი ზამთრის ღამეს წყლით სავსე ბოთლი გარეთ დაგრჩებათ, ნახავთ, რომ წყალი გაყინული ,  ბოთლი კი გამსკდარი იქნება. საინტერესოა, რატომ მოხდა ასე?
        ამის მიზეზი კი ისაა, რომ გაყინვისას წყალი ფართოვდება. სწორედ ამიტომ, ზამთარში წყლის მილები რომ არ გაიყინოს და გასკდეს, მათ უთავენ ან მიწაში აწყობენ.

სასრგებლოა იცოდეთ:

- წყალი ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომელიც გაციებისას ჯერ იკუმშება, ხოლო შემდეგ,   +4 °C-ზე  მაღალ ტემპერატურაზე ფართოვდებს;

-ყინულს აშარი სტრუქტურა აქვს და იგი წყალზე მსუბუქია.

დასაწერი სავარჯიშეოები:
1. რა საერთო თვისება აქვთ წყალს და ჰაერს?
2.რა ემართება წყალს გაყინვისას?
3. რატომ ფუთავენ წყალსადენის მილებს.

შესასრულებელი დავალება: 

  ფლომასტერის გამოყენებით გააკეთე წყლის მოლეკულის მოდელი. მოდელის შესაქმნელად შეგიძლია ასევე გამოიყენო ფანქრები და ფერადი ქაღალდები. აბა გაიხსენე წყლის მოლეკულის სტრუქტურა? ... 

გისურვებთ წარმატებებს!!! 

Wednesday, January 26, 2011

ისტორიის დავალება პარასკევისთვის

გვ.83, თავი მეხუთე, ბერძენ–სპარსელთა ომები.

ბუნების დავალება პარასკევისათვის (27.01.2011)

მოამზადეთ გაკვეთილი ბუნების V-VI  სახელმძღვანელოდან, გვ. 80,  #30.
შეასრულეთ დავალება ამავე პარაგრაფში არსებული სავარჯიშოების.

გისურვებთ წარმატებებს!

ქართულის დავალება ხუთშაბათისთვის

1. დასაწერი:
მევიოლინე (დახასიათება)
მეშუქურე (დახასიათება)
(რ. ინანიშვილის მოთხრობის - „მოხეტიალე მუსიკოსი“ - მიხედვით)

P.S.  არ დაგავიწყდეთ სახატავი რვეულების წამოღება გრამატიკის გაკვეთილისთვის.

ინგლისურის დავალება ხუთშაბათისთვის

Round Up სავ.172,173,174,175 გვ.105.

ხელოვნება

გვ.52, პარაგრაფი 26

ისტორიის დავალება ხუთშაბათისთვის

გვ.80
თავი მეოთხე, ათენი–მონათმფლობელური დემოკრატიის სამშობლო

Tuesday, January 25, 2011

ინგლისურის დავალება ოთხშაბათისთვის

წაიკითხეთ ტექსტი Student's Book გვ.28. ისწავლეთ სიტყვები Activity Book გვ.38, დაწერეთ სავარჯიშოები Activity Book გვ.38–39.

Sunday, January 23, 2011

ბუნების დავალება ოთხშაბათისათვის (26.01.2011)

"ზამთარი თოვლის გარეშე"

დავწეროთ თემა დაახლოებით 70 სიტყვა შემდეგი გეგმის მიხედვით:
1.თოვლი წყლის სახელცვლილებაა
2.წყალი - ბუნების საოცრებაა
3.რატომ მოყვარს ზამთარი


გისურვებთ წარმატებებს!!!