Friday, April 29, 2011

გერმანულის დავალება სამშაბათისთვის

(3 მაისისთვის)

Kursbuch A    გვ. 48 - Üb. 1,   4
                        გვ. 49 - Üb. 5 დასაწყისი
Arbeitsbuch გვ. 47 - Üb. 2
                        გვ. 48 - Üb.3

ბუნების დავალება პარასკევისათვის (6.05.2011)

მოემზადეთ ტესტირებისათვის 
გადაიმეორეთ ძალიან კარგად VII თავი - ხმელეთი

გისურვებთ წარმატებებს! 

Thursday, April 28, 2011

გერმანულის დავალება პარასკევისთვის

Kursbuch A1
       გვ. 43   Üb. 4  - ზეპირად
       გვ. 44   Üb. 8(b) - ზეპირად
       გვ. 47   Üb. 19 - დასაწყისი
Arbeitsbuch
       გვ. 44   Üb. 10, II
       გვ. 45   Üb. 2

Tuesday, April 19, 2011

ბუნების დავალება ოთხშაბათისათვის (11.05.2011)

#46 რა არის ნიადაგი
გვ.118
უპასუხეთ კითხვებს , რომელიც ახლავს გაკვეთილს : 1, 2, 3, 4,5.
გისურვებთ წარმატებებს! 

გერმანულის დავალება ხუთშაბათისთვის - 28.04.2011-ისთვის.

Kursbuch A1
        S. 43   Üb. 5  - ორი ტაბულა - ზეპირად
        S. 46   Üb. 15   - კითხვით, თარგმნით
AB  S. 41 Üb. 1 - დასაწერად
        S. 43 Üb. 9 - დასაწერად

Saturday, April 16, 2011

ბუნების დავალება ორშაბათისათვის (18.04.2011)


# 43 დედამიწის ზედაპირის შეცვლა

უპასუხეთ კითხვებს , რომელიც ახლავს გაკვეთილს : 1, 2, 3, 4.

Friday, April 15, 2011

გერმანულის დავალება სამშაბათისთვის

S. 44   Üb. 8(b)  - ზეპირად
S. 45   Üb. 10   - დასაწერად
წესი: „თავსართმოცილებადი ზმნები“ ზეპირად.

Thursday, April 14, 2011

გერმანულის დავალება პარასკევისათვის

Kursbuch A1,   Lekktion 7
Üb. 4   S.43 - ზეპირად
Üb. 5   შეადგინე ორი დიალოგი წერილობით
დროის ზმნიზედა. შეადგინეთ 10 წინადადება.

ბუნების დავალება პარასკევისათვის (14,03.2011)

# 42 არამადნეული და საწვავი სასარგებლო წიაღისეული

უპასუხეთ კითხვებს , რომელიც ახლავს გაკვეთილს : 1, 2, 3,

Wednesday, April 13, 2011

ქართულის დავალება ხუთშაბათისთვის

წაიკითხეთ „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (გვ. 104-105), ყურადღება მიაქციეთ უცხო სიტყვებს:


გულზე შემჯდარი - გაგულისებული, გულს აყოლილი.
შუაკაცი - მომრიგებელი, შუამავალი.
ეფურტკნება - უშარდება, უხირდება.
აქეზებს - აგულიანებს, ათამამებს.
აბორგება - აღელვება, შფოთიანობა.
მაჭარი - ახლად დაყენებული, დაუდუღებელი ღვინო, ტკბილი და შუშხუნა.
აინუნშიც არ აგდებდა - ყურადღებას არ აქცევდა, არაფრად აგდებდა.
შეთვალული ყურძენი - შემწიფებული ყურძენი.
რქაწითელი - ყურძნის ჯიში.
გაშავრკინებული - ბოღმისა და ბრაზისაგან გაშავებული, გაავებული.
ბედგაკვანძული - ბედკრული, როცა ადამიანს ბედი არ სწყალობს.
ხორშაკეული, ცულაფთარი - ბოროტი, ავი ადამიანი.
გულის საწნეხი - გულის მოსაფხანი, დარდის გასაქარვებელი.
თვალთმაქცი - ცბიერი, მატყუარა, ეშმაკი.
კოჭობი - პატარა ქოთანი.
საკუთნო - საკუთრება, მამული.
ბალღამი - ნაღველი, ღვარძლი, გესლი.
უმძრახი - როცა ადამიანი ვინმეს არ ელაპარაკება, დამდურებულია, გაბუტულია.
შეყელთებული - გაბეზრებული, ყელამდე ამოსული.
დარბაისელი - დინჯი, ზრდილობიანი, თავდაჭერილი, ხნიერი ადამიანი.
რონინი - სვლა, სიარული.
ჩაარონინეთ - დაივიწყეთ.
გულქართული - კეთილი, პურადი.
სიტყვაპრტყელი - უსაქმოდ მოლაპარაკე, მოლაყბე.

Tuesday, April 12, 2011

უცხო სიტყვები („ჩირიკი და ჩიკოტელა“)

ღვარძლი - 1. სარეველა ბალახი, რომელიც პურეულის ნათესებში მრავლდება ხოლმე; 2. შური, სიავე, ბოროტება.
კალო - მრგვალი ადგილი, გასუფთავებული და გაპრიალებული, სადაც პურს ლეწავენ.
ხვავი - ხორბლის, სიმინდის, ფეტვის და სხვა მარცვლეულის დიდი გროვა  (დაახვავა - დიდ გროვად დაყარა).
მიჯნა = საზღვარი = სამანი=ნაპირყურე
ბარდიბარი -თანასწორი, თანაბარი.
შეზავთება - განრისხება, გაცოფება (ზავთი - რიხი, ძალა).
მეხთამტეხი - მრისხანე, მძვინვარე (მეხივით ხმაურიანი და უასიამოვნო).
რისხვეული - განრისხებული.
რუისპირი - რუს (ნაკადულის, წყაროს) ნაპირი.

ყარყაში - ხმაურიანი, ხმამაღალი ლაპარაკი.
ვარია - ზრდადაუმთავრებელი ქათამი, სანამ კვერცხის დადებას დაიწყებს).
დადედლებული ვარია - ვარია, რომელიც სადაცაა, კვერცხის დებას დაიწყებს.
ტაბიკი - უღლის ნაწილი, რითაც უღელს ამაგრებენ საქონლის კისერზე.
ბუდეშური - ვაზის ჯიში.
წალდი - ნაჯახის მსგავსი სამუშაო იარაღი ხის ტარითა და მოკაუჭებული, ალესილი რკინის პირით. იყენებენ ხის წვრილი ტოტების გასაკაფად.
ჭირდებული - გასაჭირში მყოფი ადამიანი, გაჭირვებისგან გულშეწუხებული.
მუშტარი - მყიდველი.
მუშტრის თვალით ყურება - ვინმეს ან რაიმეს გულდასმით თვალიერება, ყურადღებით გასინჯვა.
ნაპოხი = 1. გაპოხიერებული - სასუქით გაჯერებული, გაპატივებული (მიწას აპოხიერებს - მიწას ნოყიერს, ნაყოფიერს გახდის რაიმე სახის სასუქით);
2. გაპოხილი - ცხიმით გაჟღენთილი, გაპრიალებული (ხმალს პოხავს - ხმალს ცხიმით, საპოხით წმენდს, აპრიალებს).
გადაშარება - გადამტერება, გადაკიდება, მუდამ შარის მოდება ვინმესთვის.
დასაჩემი - დასაჩემებელი, მისათვისებელი.
საქმის დამცარავი -  საქმის უკუღმა წამმართავი, საქმის ჩამშლელი.
მეჩახმახე - ჩახმახის გამომკვრელი, მოჩხუბარი.
ონავარი - ამ შემთხვევაში: თავდამსხმელი, მტაცებელი (საერთოდ: ანცი, ცელქი ადამიანი).
ზმუილი - საქონლის (მაგ., ძროხის) ხმადაბალი, გაბმული ხმიანობა, ნესტოებიდან გამოცემული.
დაკემსილი - ამ შემთხვევაში: წვრილად დაჭრილი, დაქუცმაცებული (საერთოდ: დაკერილი).
შესანდობარი - მიცვალებულის სულის შესაწყალებელი სიტყვა; სადღეგრძელო, რომლითაც მოცვალებულებს ისხენებენ.
ფიალა - თასი, ჯამის ფორმის პატარა სასმისი, ღვინის დასალევად განკუთვნილი.
მინაცრებული - ჩანაცრებული, ჩაფერფლილი (შეიძლება გავიგოთ: ფერდაკარგული, განაცრისფრებული).
გაძაგრული - დაჭიმული, დაძაბული.
უამებელი - უსიხარულო, უსიამოვნო.
გაშოტილი - მთელი სიგრძით გაწოლილი.

ხელოვნება

მოემზადეთ ხვალისთვის! ვწერთ ტესტს

ქართულის დავალება ოთხშაბათისთვის

მოსაყოლი: „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (გვ. 100-102)

ყურადღება მიაქციეთ უცხო სიტყვებს.

ბუნების დავალება ოთხშაბათისათვის (13.04.2011)

მოიძიეთ ინფორმაცია და წარმოადგინეთ 300 სიტყვის ოდენობით ლითონებსა და არალითონებზე.



თითოეულ თქვენთაგანს გაკვეთილზე მოგეცით მხოლოდ ერთი ლითონი. 

ლევანი, ლუკა მკურნალიძე - ტყვია
ლუკა ლიპარტელიანი - ნიკელი
ანა ჟვანია - ტიტანი
 ელენე გელიშვილი, ეკატერინე  - ოქრო  
გეგა მეტრეველი - ვერცხლისწყალი
თორნიკე, ვახტანგი - ალუმინი
გიორგი შავთვალიშვილი - რკინა
რატი დოლიძე  - რკინა
 სოფი, ელენე - პლატინა
მერაბი, ოთო  -  სპილენძი
სანდრო სურმავა - თუთია
ნიკა - კალა  


გისურვებთ წარმატებებს!

Saturday, April 9, 2011

ბუნების დავალება ორშაბათისათვის

# 41 მადნეული სასარგებლო წიაღისეული






შეასრულეთ სავარჯიშოები:
1.მოიფიქრეთ: 1, 2, 3, 4, 5. (გვ.107)

გისურვებთ წარმატებებს!

Friday, April 8, 2011

გერმანულის დავალებები სამშაბათისათვის

მოემზადეთ ტესტისთვის
გაიმეორეთ: გვ. 12 დიალოგები.
                   გვ. 16 "Die Clique"
                   ზმნების უღლება
დასაწერად: შეადგინეთ 10 კითხვითი წინადადება და დაწერეთ 5 დადებითი პასუხი და 5 უარყოფითი.

Thursday, April 7, 2011

გერმანულის ხუთშაბათის დავალება პარასკევისათვის

Kursbuch A1
S.18    Schulsachen 
სიტყვები ზეპირად
Üb. 2   S19 ზეპირად
Üb. 4   S20 გამოწერეთ სიტყვები
აუღლეთ ზმნები - დასაწერად.
Üb.20    S 16 - თხრობით

ბუნების დავალება პარასკევისათვის (8.04.2011)

# 40 ქანები და მინერალები




შეასრულეთ სავარჯიშოები:
1.მოიფიქრეთ: 1, 2, 3, 4. (გვ.105)





გისურვებთ წარმატებებს!

Wednesday, April 6, 2011

ლექსიკონი („ჩირიკი და ჩიკოტელა“, მეორე ნაწილი)


საუფლო დღე - უქმე დღე, რელიგიური დღესასწაული.
გუთანი - მიწის სახნავი იარაღი.
დაბადაგებული ცაცხვები, გადათაფლული აკაციები - აყვავებული ცაცხვები და აკაციები, რომელთაც ბადაგივით და თაფლივით ტკბილი სურნელი ასდით.
ბადაგი - ყურძნის ტკბილი წვენი, რომელსაც შესანახად ადუღებენ ხოლმე (ბადაგისგან ამზადებენ თათარას).
ფშატი - დაბალი ხე, რომელსაც აქვს მოვერცხლისფრო ფოთლები და ყვითელი, სურნელოვანი ყვავილები.
ქედი - მუშა საქონლის (ხარის, კამეჩის...) კისერი, უღლის დასადები ადგილი. ზოგჯერ შეიძლება, ადამიანის კისერსაც ნიშნავდეს.
ქედწახრილი - თავჩაღუნული, წელში მოხრილი.
კარაპანი - მიწური სახლის წინ გამართული გადახურული საჩრდილობელი.
ყორე - უკიროდ და უტალახოდ ნაგები ქვის ღობე ან ქვების გროვა.
გუდა -ოთხში ამოღებული ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავისგან დამზადებული სათავსი რაიმეს შესანახად ან გადასაზიდად (მაგ., ყველის, ერბოსი).
ოთხში ამოღება - ცხოველის გატყავების ერთ-ერთი მეთოდი.
სარჩო - საზრდო, საკვები, რითაც თავი უნდა ირჩინონ.
სალაყბო - თავშეყრის ადგილი, სადაც დროის გატარების მიზნით ლაყბობენ.
ლაყბობა - უაზრო, უშინაარსო ლაპარაკი.
ყმა - გლეხი, რომელიც ბატონთან მუშაობდა; მსახური, ხელქვეითი.
ძველადი მოსავალი - შემოდგომაზე მოწეული მოსავალი, რომელიც გაზაფხულამდე მიაღწევს.~
ხორაგი - სურსათ-სანოვაგე, საჭმელი.
ჭური - ქვევრი.
ზაქი - კამეჩის შვილი.
კამეჩი - დიდი, შავი ცხოველი მოხრილი რქებით, აბამენ უღელში, არის ზანტი, მოუქნელი, უყვარს ტალახში წოლა.
ხამი ტილო - გახამებული ტილო.
გახამება - თეთრეულის გავლება სახამებლიან წყალში სიმტკიცის მისაცემად.
მერდინი - აბრეშუმის თხელი ქსოვილი.
ფარდაგი - მატყლის ძაფის უხაო ნაქსოვი, გამოიყენება ძირს დასაფენად ან კედელზე გასაკრავად.
ჯეჯიმი - ფარდაგის მსგავსად ნაქსოვი ზოლიანი ქსოვილი.
გელაზი - წისქვილის დიდი ქვა, დოლაბი.
აღზევანი - ადგილი, საიდანაც მარილი ჩამოჰქონდათ.
თავმობმული ჯამი - სავსე ჯამი.
მოჩემარი - დამჩემებელი, მოდავე.

ქართულის დავალება ხუთშაბათისთვის

მოსაყოლი - „ჩირიკი და ჩიტორელა“ (მეორე ნაწილი)
ამოსაწერი - გამონათქვამები, ანდაზები.

Tuesday, April 5, 2011

ქართულის დავალება ოთხშაბათისთვის

1. მოსაყოლი: „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (გვ. 99-100);
(კარგად დაიმახსოვრეთ უცხო სიტყვების მნიშვნელობები)

არ დაგავიწყდეთ ჩანახატების წამოღება :)

ბუნების დავალება ოთხშაბათისათვის (6.04.2011)

# 39 დედამიწის აგებულება


ჩვენი პლანეტა აგებულებით უზარმაზარ კვერცხს ჰგავს. ცენტრში მდებარეობს თხევადი გავარვარებული ბირთვი, რომელსაც აკრავს მანტია და ბოლოს შედარებით თხელი მკვრივი ფენა. ამ ფენას დედამიწის ქერქი ეწოდება.  




შეასრულეთ სავარჯიშოები:
1. გაიხსენეთ: 1, 2.  (გვ.102)
2.მოიფიქრეთ: 1, 2, 3, 4. (გვ.103)







გისურვებთ წარმატებებს!!! 

გერმანულის დავალება სამშაბათისთვის Kurbuch A1

Kursbuch, Seite 16,Ubung 20 "Die Clique"

დასვით კითხვები და გაეცით პასუხები წერილობით.
მე-20 სავარჯიშო ისწავლეთ ზეპირად.
გაიმეორეთ ზმნების უღლება.
გამოწერეთ ასოები და სიტყვები.

Friday, April 1, 2011

ქართულის დავალება ორშაბათისთვის

1. სასწავლი: „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (გვ. 97-99) (განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება უცხო სიტყვებს);

2. წერითი დავალება: დაასათაურეთ მოცემული სურათი და დაწერეთ მცირე ზომის თხზულება მის მიხედვით:


ბუნების დავალება ორშაბათისათვის (04.04.2011)

ქვეთავი წყალი და ქვეთავი ჰაერი გადასამეორებლად



გაკვეთილზე შევასრულებთ ამ თემების ირგვლივ სავარჯიშოებს.