Tuesday, May 31, 2011

ბუნების დავალება ოთხშაბათისათვის (1.06.2011)

#49. ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნება


დასაწერი სავარჯიშო: 

წაიკითხეთ ყურადღებით და უპასუხეთ: რა განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება  ჩამოთვლილი ცოცხალი ორგანიზმები?

პურის ხე პირდაპირ ქერქზე ისხამს დიდ ნაყოფს, რომელიც წონით 20 კგ აღწევს, ხოლო სიგრძით 50 სმ აღემატება. მცენარე მსხმოიარობს ნოემბრიდან აგვისტომდე. პურის ხის ნაყოფს ჭრიან ფირფიტებად და აცხობენ ან ჯერ ორმოებში დაადუღებენ, მიღებული ცომიდან აკეთებენ კვერებსა და სხვა საჭმელებს. ნაყოფის რბილობს უმატებენ ქოქოსის წვენს ან რძეს, ფორთოხლის წვენს და ასეთი სახით ჭამენ. 
 ამ მცენარის ბოტანიკური სახელია - ართოკარპუსი ანუ ჟაკხე, თუთისებრთა ოჯახიდანაა. ეს მცენარე მრავლად გვხვდება ინდოეთში, ასევე ზონდის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში.
ყველაზე პატარა ფრინველი კოლიბრია. ზოგი მათგანი იმდენად პატარაა, რომ ,,ფრინველ-ბუზს” უწოდებენ. ასეთი ჩიტუნია 2გრამზე მეტს იწონის. კოლიბრს ყველაზე ლამაზ ფრინველად თვლიან დედამიწის ზურგზე. სილამაზის გამო ხალხი მას ხან ,,მზის სხივს” უწოდებს, ხან - ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან - ,,ცეცხლოსანს” და სხვა. ერთ-ერთი კოლიბრის ქოჩორი მუზარადს წააგავს, ამის გამო მას ,,მუზარადიანი კოლიბრი” შეარქვეს. ახლა კოლიბრის ნისკარტი ვნახოთ: ზოგს ისეთი წვეტიანი ნისკარტი აქვს, რომ ნემსი გეგონებათ. ამიტომაა, რომ მტაცებელი ფრინველებიც კი გაურბიან. აბა გაბედონ და თავს დაესხან! იმ წუთში თვალებს გამოკორტნის მტაცებელს. კოლიბრის საკვები ყვავილის ნექტარი, თაფლი, ბუზები, პეპლები და პატარა ხოჭოებია. კოლიბრი გავრცელებულია ამერიკაში, განსაკუთრებით ბევრია სამხრეთ ამერიკაში.
კივი – ქათმისოდენა ფრინველია. მას ფრთები არა აქვს და ამიტომაც ფრენა არ შეუძლია. არა აქვს კუდი, მაგრამ აქვს ღონიერი ფეხები, წვრილი, მოღუნილი და მოხერხებული ნისკარტი. იგი 45სმ და 4კგ-ია.  კივი ცხოვრობს ახალი ზელანდიის ნოტიონ ტყეებში . მთელი დღე იმალება, ღამე კი საჭმელს დაეძებს.  კივის ბუდე სოროშია, ის ერთ ან ორ კვერცხს დებს, რომლის წონა 500გრ-მდეა. ეს მისი საერთო წონის 1/8–ია.თავის ზომა–წონასთან შედარებით ასეთ დიდი ზომის კვერცხს არცერთი სახეობის ფრინველი არ დებს. კრუხობს მამალი კივი და კრუხობის ხანგრძლივობა 45-77 დღეა.
კივის ჭამს ჭიაყელებს, მატლებს, კენკრას და სხვა. წყალს ძალიან სასაცილოდ სვამს – ნისკარტს ბოლომდე ყოფს წყალში და შემდეგ ქვედა და ზედა ნისკარტებს ერთმანეთზე ატყაპუნებს და თან ,,ღრუტუნებს”, შემდეგ ნისკარტს ზევით სწევს და ასე ყლაპავს წყალს.
კივს სხვადასხვა სახელით იცნობენ, მას ჩინურ ხურტკმელს, ცხვრის, მაიმუნისა და ვაშლის ატამსაც უწოდებენ. მისი ნამდვილი სახელი ჩინური აქტინიდიაა. ჩინეთის მმართველებს საუკუნეების განმავლობაში ზურმუხტისფერი ჩინეთის რბილობითა და უჩვეულო გემოთი ხიბლავდა. ერთ დროს მხოლოდ წარჩინებულთა სუფრას ამშვენებდა. ისეთ ბაღებში კრეფდნენ, რომლებშიც მხოლოდ იშვიათი მცენარეები იზრდებოდა.

გისურვებთ წარმატებებს! 
 
 

გერმანულის დავალება ხუთშაბათისთვის

2 ივნისისთვის
Kursbuch     გაიმეორეთ წინა გაკვეთილი:
    გვ. 73  Üb. 2   – ზეპირად
Arbeitsbuch გვ. 74   Üb.16
    გვ. 75   Üb.2

Friday, May 27, 2011

გერმანულის დავალება სამშაბათისთვის

31 მაისისთვის
Kursbuch       გვ. 72   Üb. 1
    გვ. 73  Üb. 2   – ზეპირად
Arbeitsbuch გვ. 72   Üb.3
   გვ. 72   Üb. 4
ახალი სიტყვები - ზეპირად

Thursday, May 26, 2011

ბუნების დავალება პარასკევისათვის (27.05.2011)


მოემზადეთ ტესტირებისათვის
გადაიმეორეთ ძალიან კარგად ნიადაგი

გისურვებთ წარმატებებს! 


 

Wednesday, May 25, 2011

ქართულის დავალება პარასკევისთვის

1. გაარკვიეთ, რამდენპირიანია შემდეგი ზმნები:
უშენებს, აქებს, უკრძალავს, ახარებს, ეჩვევა, უკერავს, ავიწყებს, ეკიდება, უწერს, მიხატავს, ვეპარები, ლანძღავს, ჭრის, თლის, ურეცხავს, უამბობს, უმზადებს, ვუკითხავ, მიხატავს, ვაბარებ;
მიუწერეთ პირებს, რომელია მათ შორის სუბიექტი, პირდაპირი და ირიბი ობიექტი.

2. ყურადღებით წაიკითხეთ რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფია;

3. ისწავლეთ მოყოლით „ანანურელი ულამაზოები“ (ნაწილი I);

4. მოიძიეთ ინფორმაცია კრწანისის ბრძოლის შესახებ.

Friday, May 20, 2011

გერმანულის დავალება სამშაბათისთვის

24 მაისისთვის
Kursbuch       გვ. 69   Üb. 10   ზეპირად
   გვ. 71  Üb. 15
Arbeitsbuch გვ. 69   Üb.2
   გვ. 69   Üb. 3

Thursday, May 19, 2011

ქართულის დავალება პარასკევისთვის

დასაწერი: სავარჯიშო 10,  14, 15, 16 ( გვ. 201).
წასაკითხი და გასააზრებელი: „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“ (გვ.199-200)

გერმანულის დავალება პარასკევისთვის

20 მაისისთვის
Kursbuch     გვ. 68   Üb. 5   ზეპირად
                       გვ. 69  Üb. 10  – ზეპირად
  გვ. 70  Üb. 12 – დასაწერად
Arbeitsbuch გვ. 68   Üb. 1 – დასაწერად

Wednesday, May 18, 2011

ქართულის დავალება ხუთშაბათისთვის

გადავიწეროთ მოცემული წინადადებები ლამაზად და დავსვათ სატანადო სასვენი ნიშნები:

ნ294
1. იქვე იდგა ლევან ჩხეიძე შესანიშნავი ადამიანი და სწავლული
2. ამ ახალ წამლებს ვერაფერი გავუგე ამბობდა დავითი მოხუცი ექიმი
3. ნონა ახალბედა სტუდენტი მორცხვად იღიმებოდა და აუდიტორიას ეძებდა
4. თითოეული სტუმარი ანუ წვეული ვალდებულია თემის ადათ-წესები დაიცვას
5. ჩემმა მეზობელმა ივანემ ბუნებით კეთილმა კაცმა ბევრი სასარგებლო რჩევა მომცა
6. მისი უფროსი შვილი ათი წლის ირაკლი წიგნს კითხულობდა
7. თავად მოსე გძელაძეს დიდად პატივცემულ ადამიანსა და კარგი გვარის შვილს ერთი გასათხოვარი ქალი ჰყავდა
8. ჭიშკართან დავინახე ხანში შესული კაცი ნიკოს მამა

ნ294
1. საქართველოს მინერალური წყლები მაგალითად ბორჯომი და ნაბეღლავი საქვეყნოდ იყო ცნობილი
2. ვთქვათ დღეს გადარჩი ხვალ რას აპირებ
3. ჩვენი ქუჩის აღმართი სიგრძით ხუთასი მეტრი ძლივს ავიარეთ
4. დედამისი ენერგიული და მოუსვენარი მუდამ თან დაჰყვებოდა
5. ეს ბიჭი მეტსახელად ჭკუისკოლოფა ყველას ძალიან უყვარდა
6. სალომეს როგორც დიდოსტატსა და ჩემპიონს ყველა სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდა
7. აპრილის მშვენიერი დილა იყო აღდგომის მეორე დღე
8. თემური როგორც ბრძენი ადამიანი ჯერ კოლეგებს მოეთათბირა და გადაწყვეტილება მერე მიიღო
9. ეს ამბავი გაიგო ბებიაჩემმა ერისთავის ქალმა
10. მანანა მათი ახლო ნათესავი ჩვენ უნდა გამოგვყოლოდა

Tuesday, May 17, 2011

გერმანულის დავალება ხუთშაბათისთვის

19 მაისისთვის
Kursbuch       გვ. 63   Üb. 8   ზეპირად
                       გვ. 63  Üb. 9  – დასაწერად
   გვ. 65  Üb. 19 – კითხვით
Arbeitsbuch გვ. 65   Üb. 1
   გვ. 67   Üb. 7 – დასაწერად

Friday, May 13, 2011

გერმანულის დავალება სამშაბათისთვის

(17 მაისისთვის)
Kursbuch     გვ. 58   Üb. 10   ზეპირად
                       გვ. 59  Üb. 16
  გვ. 63  Üb. 8 – დასაწერად
Arbeitsbuch გვ. 61   Üb. 7 – დასაწერად

Tuesday, May 10, 2011

გერმანულის დავალება ხუთშაბათისთვის

Kursbuch        გვ. 55   Üb. 2  - მოსაყოლად
                        გვ. 56  Üb. 7
Arbeitsbuch გვ. 54   Üb. 4
                      გვ. 55   Üb. 6

Friday, May 6, 2011

გერმანულის დავალება სამშაბათისთვის

10 მაისისთვის 
Kursbuch       გვ. 55   “Das ist meine Familie”  - მოსაყოლად
                       გვ. 56   კუთვნილებითი ნაცვალსახელები
Arbeitsbuch გვ. 53   Üb. 3
                       გვ. 54   Üb. 4

Thursday, May 5, 2011

გერმანულის დავალება პარასკევისთვის

6 მაისისთვის
Kursbuch     გვ. 52   Üb. 14  - მოსაყოლად
                                    Üb.15 - ზეპირად
Arbeitsbuch გვ. 49   Üb. 6
                     გვ. 50   Üb. 1
                      გვ. 51   Üb. 2

ქართულის დავალება პარასკევისთვის

სასწავლი: „ბარდნალა“ (თავიდან ბოლომდე)
დასაწერი: „გახსოვს?“ (თავისუფალი თემა)

Tuesday, May 3, 2011

გერმანულის დავალება ხუთშაბათისთვის

(5 მაისისთვის)
Kursbuch    გვ. 49 - Üb. 5 დასაწყისი
                    გვ. 50 - Üb. 8 დასაწყისი
                    გვ. 52 - Üb. 14 - თხრობით
წესი:    უწესო ზმნების უღლება - ზეპირად

Monday, May 2, 2011

ქართულის დავალება სამშაბათისთვის

სასწავლი: „ბარდნალა“
დასაწერი: მოიფიქრეთ და დაწერეთ 15 ასონანსური და 15 კონსონანსური რითმის მაგალითი