Tuesday, May 31, 2011

ბუნების დავალება ოთხშაბათისათვის (1.06.2011)

#49. ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნება


დასაწერი სავარჯიშო: 

წაიკითხეთ ყურადღებით და უპასუხეთ: რა განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება  ჩამოთვლილი ცოცხალი ორგანიზმები?

პურის ხე პირდაპირ ქერქზე ისხამს დიდ ნაყოფს, რომელიც წონით 20 კგ აღწევს, ხოლო სიგრძით 50 სმ აღემატება. მცენარე მსხმოიარობს ნოემბრიდან აგვისტომდე. პურის ხის ნაყოფს ჭრიან ფირფიტებად და აცხობენ ან ჯერ ორმოებში დაადუღებენ, მიღებული ცომიდან აკეთებენ კვერებსა და სხვა საჭმელებს. ნაყოფის რბილობს უმატებენ ქოქოსის წვენს ან რძეს, ფორთოხლის წვენს და ასეთი სახით ჭამენ. 
 ამ მცენარის ბოტანიკური სახელია - ართოკარპუსი ანუ ჟაკხე, თუთისებრთა ოჯახიდანაა. ეს მცენარე მრავლად გვხვდება ინდოეთში, ასევე ზონდის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში.
ყველაზე პატარა ფრინველი კოლიბრია. ზოგი მათგანი იმდენად პატარაა, რომ ,,ფრინველ-ბუზს” უწოდებენ. ასეთი ჩიტუნია 2გრამზე მეტს იწონის. კოლიბრს ყველაზე ლამაზ ფრინველად თვლიან დედამიწის ზურგზე. სილამაზის გამო ხალხი მას ხან ,,მზის სხივს” უწოდებს, ხან - ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან - ,,ცეცხლოსანს” და სხვა. ერთ-ერთი კოლიბრის ქოჩორი მუზარადს წააგავს, ამის გამო მას ,,მუზარადიანი კოლიბრი” შეარქვეს. ახლა კოლიბრის ნისკარტი ვნახოთ: ზოგს ისეთი წვეტიანი ნისკარტი აქვს, რომ ნემსი გეგონებათ. ამიტომაა, რომ მტაცებელი ფრინველებიც კი გაურბიან. აბა გაბედონ და თავს დაესხან! იმ წუთში თვალებს გამოკორტნის მტაცებელს. კოლიბრის საკვები ყვავილის ნექტარი, თაფლი, ბუზები, პეპლები და პატარა ხოჭოებია. კოლიბრი გავრცელებულია ამერიკაში, განსაკუთრებით ბევრია სამხრეთ ამერიკაში.
კივი – ქათმისოდენა ფრინველია. მას ფრთები არა აქვს და ამიტომაც ფრენა არ შეუძლია. არა აქვს კუდი, მაგრამ აქვს ღონიერი ფეხები, წვრილი, მოღუნილი და მოხერხებული ნისკარტი. იგი 45სმ და 4კგ-ია.  კივი ცხოვრობს ახალი ზელანდიის ნოტიონ ტყეებში . მთელი დღე იმალება, ღამე კი საჭმელს დაეძებს.  კივის ბუდე სოროშია, ის ერთ ან ორ კვერცხს დებს, რომლის წონა 500გრ-მდეა. ეს მისი საერთო წონის 1/8–ია.თავის ზომა–წონასთან შედარებით ასეთ დიდი ზომის კვერცხს არცერთი სახეობის ფრინველი არ დებს. კრუხობს მამალი კივი და კრუხობის ხანგრძლივობა 45-77 დღეა.
კივის ჭამს ჭიაყელებს, მატლებს, კენკრას და სხვა. წყალს ძალიან სასაცილოდ სვამს – ნისკარტს ბოლომდე ყოფს წყალში და შემდეგ ქვედა და ზედა ნისკარტებს ერთმანეთზე ატყაპუნებს და თან ,,ღრუტუნებს”, შემდეგ ნისკარტს ზევით სწევს და ასე ყლაპავს წყალს.
კივს სხვადასხვა სახელით იცნობენ, მას ჩინურ ხურტკმელს, ცხვრის, მაიმუნისა და ვაშლის ატამსაც უწოდებენ. მისი ნამდვილი სახელი ჩინური აქტინიდიაა. ჩინეთის მმართველებს საუკუნეების განმავლობაში ზურმუხტისფერი ჩინეთის რბილობითა და უჩვეულო გემოთი ხიბლავდა. ერთ დროს მხოლოდ წარჩინებულთა სუფრას ამშვენებდა. ისეთ ბაღებში კრეფდნენ, რომლებშიც მხოლოდ იშვიათი მცენარეები იზრდებოდა.

გისურვებთ წარმატებებს! 
 
 

No comments:

Post a Comment