Wednesday, May 18, 2011

ქართულის დავალება ხუთშაბათისთვის

გადავიწეროთ მოცემული წინადადებები ლამაზად და დავსვათ სატანადო სასვენი ნიშნები:

ნ294
1. იქვე იდგა ლევან ჩხეიძე შესანიშნავი ადამიანი და სწავლული
2. ამ ახალ წამლებს ვერაფერი გავუგე ამბობდა დავითი მოხუცი ექიმი
3. ნონა ახალბედა სტუდენტი მორცხვად იღიმებოდა და აუდიტორიას ეძებდა
4. თითოეული სტუმარი ანუ წვეული ვალდებულია თემის ადათ-წესები დაიცვას
5. ჩემმა მეზობელმა ივანემ ბუნებით კეთილმა კაცმა ბევრი სასარგებლო რჩევა მომცა
6. მისი უფროსი შვილი ათი წლის ირაკლი წიგნს კითხულობდა
7. თავად მოსე გძელაძეს დიდად პატივცემულ ადამიანსა და კარგი გვარის შვილს ერთი გასათხოვარი ქალი ჰყავდა
8. ჭიშკართან დავინახე ხანში შესული კაცი ნიკოს მამა

ნ294
1. საქართველოს მინერალური წყლები მაგალითად ბორჯომი და ნაბეღლავი საქვეყნოდ იყო ცნობილი
2. ვთქვათ დღეს გადარჩი ხვალ რას აპირებ
3. ჩვენი ქუჩის აღმართი სიგრძით ხუთასი მეტრი ძლივს ავიარეთ
4. დედამისი ენერგიული და მოუსვენარი მუდამ თან დაჰყვებოდა
5. ეს ბიჭი მეტსახელად ჭკუისკოლოფა ყველას ძალიან უყვარდა
6. სალომეს როგორც დიდოსტატსა და ჩემპიონს ყველა სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებოდა
7. აპრილის მშვენიერი დილა იყო აღდგომის მეორე დღე
8. თემური როგორც ბრძენი ადამიანი ჯერ კოლეგებს მოეთათბირა და გადაწყვეტილება მერე მიიღო
9. ეს ამბავი გაიგო ბებიაჩემმა ერისთავის ქალმა
10. მანანა მათი ახლო ნათესავი ჩვენ უნდა გამოგვყოლოდა

No comments:

Post a Comment