Wednesday, April 13, 2011

ქართულის დავალება ხუთშაბათისთვის

წაიკითხეთ „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (გვ. 104-105), ყურადღება მიაქციეთ უცხო სიტყვებს:


გულზე შემჯდარი - გაგულისებული, გულს აყოლილი.
შუაკაცი - მომრიგებელი, შუამავალი.
ეფურტკნება - უშარდება, უხირდება.
აქეზებს - აგულიანებს, ათამამებს.
აბორგება - აღელვება, შფოთიანობა.
მაჭარი - ახლად დაყენებული, დაუდუღებელი ღვინო, ტკბილი და შუშხუნა.
აინუნშიც არ აგდებდა - ყურადღებას არ აქცევდა, არაფრად აგდებდა.
შეთვალული ყურძენი - შემწიფებული ყურძენი.
რქაწითელი - ყურძნის ჯიში.
გაშავრკინებული - ბოღმისა და ბრაზისაგან გაშავებული, გაავებული.
ბედგაკვანძული - ბედკრული, როცა ადამიანს ბედი არ სწყალობს.
ხორშაკეული, ცულაფთარი - ბოროტი, ავი ადამიანი.
გულის საწნეხი - გულის მოსაფხანი, დარდის გასაქარვებელი.
თვალთმაქცი - ცბიერი, მატყუარა, ეშმაკი.
კოჭობი - პატარა ქოთანი.
საკუთნო - საკუთრება, მამული.
ბალღამი - ნაღველი, ღვარძლი, გესლი.
უმძრახი - როცა ადამიანი ვინმეს არ ელაპარაკება, დამდურებულია, გაბუტულია.
შეყელთებული - გაბეზრებული, ყელამდე ამოსული.
დარბაისელი - დინჯი, ზრდილობიანი, თავდაჭერილი, ხნიერი ადამიანი.
რონინი - სვლა, სიარული.
ჩაარონინეთ - დაივიწყეთ.
გულქართული - კეთილი, პურადი.
სიტყვაპრტყელი - უსაქმოდ მოლაპარაკე, მოლაყბე.

No comments:

Post a Comment