Sunday, December 12, 2010

ბუნების დავალება ოთხშაბათისათვის (15.12.2010) დენის წყაროები და ბატარიები

დენის წყაროები და ბატარიები
მოწყობილობას, რომელსაც უზრუნველყოფს ელექტრული მუხტების მიმართულ მოძრაობას დენის წყარო ჰქვია.  

დენის წყაროში დამუხტული ნაწილაკების განსაცალკევებლად სრულდება მუშაობა, რომლის დროსაც ქიმიური, მექანიკური ან სხვა სახის ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად.
ბატარეა- ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს გარკვეული წერით შეერთებულ რამდენიმე ელემენტს. ბატერეები შედგება უამრავი ელექტროელემენტებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია უფრო მეტი სიდიდის დენის წყაროს ძაბვის და დენის ძალის მისაღებად, ვიდრე ეს ცალკეული ელემენტებისაგან არის შესაძლებელი.

ლუიჯი გალვანი
1786 წელს იტალიელი მეცნიერი ლუიჯი გალვანი მკვდარ ბაყაყზე ცდებს ატარებდა და აღმოაჩინა, რომ ბაყაყის ფეხებზე ორი ლითონის ერთდროული შეხების დროს კუნთის შეკუმშვა ხდებოდა. ამ მოვლენამ გალვანი საგონებელში ჩააგდო, რაც, საბოლოოდ, ელემენტებისა და ბატარეების გამოგონების საფუძველი გახდა. კითხვებზე პასუხის გაცემა 1790- იან წლებში იტალიელმა მეცნიერმა ალესანდრო ვოლტამ შეძლო. მან დაადგინა სხვადასხვაგვარი ლითონების ურთიერთელექტრიზაცია, რაც ბაყაყის ფეხებში რეაქციის სახით ვლინდებოდა. ამ კომბინაციის შედეგად, ფორმირდებოდა ერთი ელემენტი, რომლეშიაც წარმოქმნილი ნაკადი საკმარისი იყო ბაყაყის ფეხის კუნთების შესაკუმშად. ამის შემდეგ ვოლტამ გამოიგონა მუდმივი დენის წყარო, რომელიც სხვადასხვაგარი ლითონის დისკოებისგან შედგებოდა და მათ შორის ტუტეებში ან წყალხსანერებში დასველებული ქსოვილი ან ქაღალდი იყო მოთავსებული.
ვოლტას ბატარეა

ალექსანდრო ვოლტის პატივსაცემად ძაბვის ერთეულს ვოლტი უწოდეს.


ყურადღებით წაიკითხეთ და ისწავლეთ!

დამატებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ალექსანდრო ვოლტას შესახებ ინფორმაცია 

Links: http://ka.wikipedia.org/wiki/ალესანდრო_ვოლტა 

დასაწერად:
 უპასუხეთ კითხვებს:
1.რას წარმოადგენს დენის წყარო?
2.ელექტრომოწყობილობების გამართული მუშაობისათვის რამდენი ვოლტია საჭირო?
 3.რა გახდა ბატარეების გამოგონების მიზეზი?
4.რატომ უწოდეს ვოლტი ძაბვის ერთეულს?

წარმატებებს გისურვებთ!!! 

No comments:

Post a Comment